
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამოტივირებელი გარემოა შექმნილი, რაზეც ყველაზე კარგად სწორედ მათი მიღწევები მეტყველებს.
აქტიური, ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან.
ახლახან კი სასკოლო თაგ რაგბის ფესტივალში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, წარმატებით იასპარეზეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ რაგბში გამარჯვებული მოსწავლეები სკოლის დირექტორმა - ელგა თეთვაძემ სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები: