
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობს.
14 მაისს, მოსწავლეებმა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნეს. მათ დიდი ქართველი მეფის შესახებ ისაუბრეს და მსმენელს საინტერესო ცნობები მიაწოდეს. გარდა ამისა, მათ იცეკვეს, და თამარ მეფის სახე განასახიერეს.
მოსწავლეებმა თემატური ნახატები დახატეს და კედლის გაზეთი - „მეფე თამარი“ გამოუშვეს .ღონისძიებას ისტორიის მასწავლებლები - ქეთევან ალადაშვილი და მანანა მაზანაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: