
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, სკოლის მე-2 კლასში, ქართული ენისა და სახვითი გამოყენებითი ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა, სადაც მოსწავლემ საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავა.
მეორეკლასელმა გაკვეთილზე საინტერესო ნამუშევარი - „დემეტრეს ბავშვთა ქალაქი“ შექმნა, სადაც შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინა.
ის, აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდა.
გაკვეთილი ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნაავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.
იხილეთ ვიდეო