წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მათემატიკის გაკვეთილს ხარისხის მართვის ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ
24-05-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები, წარმატებით ახერხებენ, რომ მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი იყოს შემეცნებითი, ხარისხზე ორიენტირებული და ეფექტირი. 

აღსანიშნავია, რომ V კლასში ჩატარდა ხარისხის მართვის ჯგუფის შესაფასებელი გაკვეთილი მათემატიკაში, მასწავლებელი თ. ჭოლაძე გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი, ქ.ჯიქია.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი გაკვეთილის ყველა აქტივობაში, შეძლეს პასუხი გაეცათ დასმულ კითხვებზე, ჭადრაკის ფიგურები „გააცოცხლეს“ და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს, როგორი ტრაექტორიით შეიძლება მოძრაობდნენ ისინი დაფაზე, ასევე გაითამაშეს სიმულაცია თეატრის ბილეთებით, იმუშავეს წყვილებში, შეძლეს ცოდნის ტრანსფერი დავალებების შესრულებისას.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი დასრულდა შეფასებით და მოსწავლეთა თვითშეფასებით.

გაკვეთილს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და სასწავლო ნაწილის გამგე დ. სილაგაძე და ი. არაბიძე ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203