„მე მიყვარს ჩემი ქვეყანა“ - გარდაბნის N3 სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში წარმატებული, ღირსეული მოქალაქეების აღზრდაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს.
ამ მიზნით, სკოლაში არაერთი აქტივობა ეწყობა და მნიშვნელოვანი თარიღები აღინიშნება. ამჯერად, იქ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.
მასში მე-3ბ კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. გარდა ამისა, მათ საინტერესო წიგნი - „მე მიყვარს ჩემი ქვეყანა“ დაამზადეს. კლასის ხელმძღვანელმა სევდა შახვერდიევამ თითოეულ მოსწავლეს მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა; შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა.
იხილეთ ფოტოები: