
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლას ბაღის აღსაზრდელები, მომავალი პირველკლასელები ესტუმრნენ.
ბავშვები მათ მომავალ პედაგოგებს შეხვდნენ, ისინი ახლოდან გაიცნეს, სკოლა დაათვალიერეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს პედაგოგები ძალიან თბილად შეეგებნენ და მათ საინტერესო აქტივობები შესთავაზეს, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მოსწავლეები სკოლით აღფრთოვანებულები დარჩნენ.
სასკოლო საზოგადოება, სექტემბერში, მათ, მოუთმენლად ელოდება და თითოეულს წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: