მე-7 კლასელთა შექმნილი პოსტერები, ბროშურები და ჩაწერილი ინტერვიუები - წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
24-05-2024

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ. სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს კომპლექსური დავალებებით სწავლება. 

ამჯერად, მე-7 კლასში ჩატარდა კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი თემაზე - „ადრეული ქორწინება“.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები, გააკეთეს პოსტერები, ბუკლეტები, ასევე ჩაწერეს ინტერვიუები.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეებმა მიიწვიეს თავიანთი თანატოლები, რომლებიც აქტიურად ჩაებნენ დისკუსიაში.

მოქალაქეობის მასწავლებელი თამილა თუთბერიძე გახლავთ, კლასის დამრიგებელი კი, სალომე ქობალია. 

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და სასწავლო ნაწილი დალი სილაგაძე. როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილს საპატიო სტუმარი ბატონი ირაკლი კუჭავაც შეუერთდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203