
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ შეჯიბრსა და კონკურსში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი შაშის ზონალურ შეჯიბრში მონაწილეობდნენ წარმატებით, სადაც ცოდნა და სხარტი აზროვნება წარმოაჩინეს. მოსწავლეებმა შეჯიბრზე 1-ელი ადგილი ღირსეულად დაიკავეს.
შეჯიბრი ცაგერის კომპლექსურ სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებით ამაყობს და მათ კიდევ ბევრ გამარჯვებას უსურვებს.
„უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს, სპორტის მასწავლებელ დავით ფრუიძესა და მოსწავლეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტოები: