გეზათის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა ზეიმისთვის სკოლა განსაკუთრებულად მორთეს
04-06-2018
გეზათის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა ზეიმი სახელწოდებით „ჩვენი დედაენა“ ჩატარდა. 

ღონისძიებას დამრიგებელი ირმა ჯიბლაძე, მუსიკის მასწავლებელი გულისა კიზირია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი და მშობელი სოფიო ჯიბლაძე ხელმძღვანელობდნენ. 

შთამბეჭდავად გაფორმებულ ინტერიერს ამშვენებდა ფერად ბუშტებზე ამოტვიფრული 33 ასო ბგერა და მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნაკეთობები. 

მოსწავლეებმა მხატრულად წაიკითხეს ლექსები დედაენაზე და სამშობლოზე, შეასრულეს მუსიკალური ნომრები. 

ღონისძიებაში გეზათის სკოლასთან ოპტიმიზირებული გულუხეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებიც მონაწილეობდნენ (დამრიგებელი: ჟულიეტა მონიავა). 

მათ ლექსები  წაიკითხეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. 

ზეიმის დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ ფოტოალბომი „ჩემი პირველი მასწავლებელი“.

ტრადიციისამებრ მეორე დღეს მოსწავლეები და მშობლები ექსკურსიაზე წავიდნენ, სადაც იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203