თბილისის N161 სკოლაში აფხაზეთის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
24-05-2024

23 მაისს, აფხაზეთის დღე აღინიშნება. მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 2014 წელს აფხაზეთის დღედაც გამოაცხადა.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის N161 საჯარო სკოლის მასწავლებლების - ლალი მეარაყიშვილის, ეკატერინე სხირტლაძის, ნატალია მალაციძის, თამუნა ჯანელიძის ორგანიზებითა და მოსწავლეთა ჩართულობით ღონისძიება გაიმართა.

კულტურულ-პატრიოტული ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში ისტორიულ-ეთნოგრაფიული ცოდნის, მულტიკულტურული უნარების, უკეთესი მომავლისათვის სწრაფვის, შერიგებისა და ნდობის მეთოდების დანერგვა და განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203