განძის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა „ბოლო ზარი“ ღონისძიებით აღნიშნეს
24-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

კურსდამთავრებულებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და სკოლის დირექციას, პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

კლასის დამრიგებელმა - ვანიკ თევანიანმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება დიდი სიყვარულით მიულოცა და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203