დანდალოს N1 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა 
24-05-2024

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს.

კურსდამთავრებულებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

ეს დღე ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა როგორც კურსდამთავრებულთა, ასევე პედაგოგთათვის.

დირექტორმა- ინგა ბერიძემ მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება სიყვარულით აღსავსე სიტყვებით მიულოცა და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

„ჩემო პატარა მეგობრებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას. გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებსა და წინსვლას, ბედნიერ და სიკეთით სავსე მომავალს. გისურვებთ თქვენი ადგილი გეპოვოთ ცხოვრებაში და ცხოვრებისეული პრობლემის მიუხედავად, ადამიანობა შეგენარჩუნებინოთ. ბედნიერება, წარმატება და იღბალი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური, საკუთარი თავის რწმენამ იმედი და სიყვარული არასდროს დაგეკარგოთ.

გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია!“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ინგა ბერიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203