საინტერესო ექსპერიმენტი და პრაქტიკული სამუშაო - განძის N2 სკოლის მე-2 კლასელებმა თემა - „ვულკანი“ შემეცნებითი აქტივობებით შეისწავლეს
24-05-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-2 კლასში, თემაზე - „ვულკანი“ ბუნებისმეტყველების მასწავლებლის - ქიშმიშ ღარიბიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

ბავშვებმა ვულკანის აგებულებაზე, გავრცელებასა და მისი მოქმედების შედეგებზე საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს. ჩაატარეს ცდები და ჩაერთნენ საინტერესო პრაქტიკულ სამუშაოებში. მათ ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203