
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს.
სკოლაში „ბოლო ზარის“ ღონისძიება მოეწყო, რომელიც ძალიან ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა როგორც კურსდამთავრებულთა, ასევე პედაგოგთათვის.
ბავშვებმა თეთრ მაისურებზე ერთმანეთს სამახსოვრო წერილები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექციამ და პედაგოგებმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება სიყვარულით აღსავსე სიტყვებით მიულოცეს.
„გილოცავთ სკოლის დამთავრებას, წარმატებულ მომავალს გისურვებთ. ბედნიერი და წარმატებული გზებით გევლოთ, მუდამ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: