
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლას საპატიო სტუმრები ეწვივნენ, მათ მოსწავლეებს საინტერესო ტრენინგი ჩაუტარეს.
სტუმრები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები გახლდათ, ტრენინგი თემა კი - „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება“
აღსანიშნავია, რომ მუშაობის ფორმატი ითვალისწინებდა პრეტესტირებას, სატრენინგო მოდულისა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებას, საბოლოო ეტაპი კი მიღებული ცოდნის შემოწმება იყო პოსტი ტესტის მეშვეობით.
ბუნებრივი კატასტროფებისა და მისგან გამოწვეული რისკების შესახებ ორგანიზაციამ სკოლას გადასცა მრავალფეროვანი ბეჭდური მასალები.
სკოლა მადლობას უხდის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს სტუმრობისა და სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებისათვის.
იხილეთ ფოტოები: