ვალის N4 საჯარო სკოლაში ტრადიციული სპორტული ღონისძიება გაიმართა
24-05-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N4 საჯარო სკოლის მოსწავლებისთვის, სასწავლო წლის მიწურულს, ტრადიციულად იმართებება სპორტული შეჯიბრება, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან. 

არც წელს ყოფილა გამონაკლისი და ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, ჩატარდა შეჯიბრი - „მხიარული სტარტები-2024“. 

სპორტის მასწავლებელი გელა აზირაშვილი და სპორტისა და ესთეტიკის კათედრის წევრი ირმა ჯანაშვილი მოსწავლეებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ამზადებდნენ აღნიშნული შეჯიბრისთვის. ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობამ, რომელსაც მშობლებიც ესწრებოდნენ, ძალიან ხალისიანად ჩაიარა.

მოსწავლეთა მონდომება და ემოციები გადამდები იყო დამსწრე პირებისა და ჟიურის წევრებისთვის. შეჯიბრი ფრედ დამთავრდა და ყველა მონაწილე წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა სიგელით.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203