
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი დასასრულს მიუახლოვდა, პატარებმა კი ეს საზეიმოდ, მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებით -„ვემშვიდობებით ანბანს“, პატარებმა თავიანთი ცოდნა წარმოაჩინეს და სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებული სანახაობა შესთავაზეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას დამრიგებელი მარიამ ვაჩეიშვილი ხელმძღვანელობდა და მასში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ჟრიამულით მონაწილეობდნენ.
პატარებმა შექმნეს საანბანო გაზეთი და მრავალფეროვანი სახალისო აქტივობებით გააცილეს ანბანი.
დღე ემოციებით სავსე, დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: