ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ღონისძიებით გააცილეს
24-05-2024

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, სკოლაში დამრიგებლის - ლუსინე თანგამიანის ხელძღვანელობით შთამბეჭდავი და დაუვიწყარი ღონისძიება ჩატარდა. მასში სასკოლო საზოგადოება დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო.

ღონისძიება დამრიგებლის - ლუსინე თანგამიანის სიტყვით გამოსვლით დაიწყო, რომელმაც მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახოვრო წარწერები დაუტოვეს. კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, პედაგოგებს და სკოლის თანამშრომლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.

„ბოლო ზარი“ არა მხოლოდ საეტაპო ღონისძიებაა, არამედ განსაკუთრებული შესაძლებლობაა გაიხსენოთ და შეაჯამოთ გასული სასკოლო წლები, გამოხატოთ მადლიერება მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების მიმართ, ასევე გაერთოთ მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე ძალიან საინტერესო და ემოციური იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203