ნინოწმინდის N1 სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს
24-05-2024

ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის I კლასში, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა.

პირველკლასელებმა ღონისძიებაზე ნასწავლი მასალა წარმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ მათ მშობლიურ ენაზე წერა-კითხვა უკვე კარგად შეუძლიათ. ღონისძიებაზე გაჟღერდა ბევრი ლექსი და მესროპატარიანული ენისადმი მიძღვნილი სიმღერა. მოსწავლეთა შემოქმედობითობამ და ცოდნამ დამსწრე საზოგადების მოწონება დაიმსახურა.

„მოსწავლეებმა აჩვენეს, რომ უკვე გადალახეს მეცნიერებისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯები: მესროპი მაშტოცის ანთებულმა ჩირაღდანმა მიაღწია მათთან“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში ახარებთ, რომ მოსწავლეებმა უკვე იციან მშობლიურ ენაზე წერა-კითხვა, რაც მნიშვნელოვანია ეროვნული თვითმყოფადობისა და ფესვების შენარჩუნებისთვის. 

ღონისძიება კლასის დამრიგებლის - ნარინე დარბინიანის ორგანიზებით ჩატარდა.

„მშვიდობით, I კლასო, პირველი წიგნი დაიხურა!  სკოლის ცხოვრებასთან ეს პირველი და დაუვიწყარი დამშვიდობება ძალიან განსხვავებული იყო“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე ძალიან საინტერესო და ემოციური იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203