ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობამ საკონფერენციო დარბაზი საზეიმოდ გახსნა
24-05-2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის თვითმმართველობას სათავეში უდგას მოტივირებული და წარმატებაზე ორიენტირებული გუნდი, მასწავლებლების - ელიზა ლიპარტელიანის, შორენა გუბელაძისა და სკოლის დირექტორის ლია ჩიხლაძის  ხელმძღვანელობით.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ის ორგანოა, რომელიც ხელმძღვანელობს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, მათ შორის მოკლევადიან და გრძელვადიან სასკოლო პროექტებს. თვითმმართველობა თანამშრომლობს სკოლაში არსებულ კლუბებთან და ერთობლივი ძალისხმევით მოიპოვებს წარმატებებს.

ამჯერად, მოსწავლეთა თვითმმართველობამ საზეიმოდ გახსნა საკონფერენციო დარბაზი, რომელიც  პროექტის „მონაწილეობა სასკოლო სივრცის კეთილმოწყობაში“ ფარგლებში შეიქმნა. თვითმმართველობის თავმჯდომარემ - გვანცა გვანცელაძემ პროექტის  შეჯამება გააკეთა.

„საკონფერენციო დარბაზის აღჭურვილობა ქველმოქმედების სახით გადმოგვცა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელმა და კანცლერმა, საპატიო ხონელმა ბატონმა ვახტანგ  წივწივაძემ, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლის ხელმძღვანელობამ, პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა თვითმმართველობას გადასცა საკონფერენციო დარბაზისთვის მოსაწყობი სივრცე, რომლის კოსმეტიური რემონტი სკოლის მშობელთა და თემის წარმომადგენლობის ჩართულობით გაკეთდა.

„მადლობა თითეულ მათგანს:  ბატონ ზურაბ უგულავას, მურმან კოპალიანს, ნუგზარ კოპალიანს და რაულ ტორაძეს, გაწეული მხარდაჭერისთვის და გვერდით დგომისთვის“, - ამბობენ სკოლაში.

აქტივობები ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203