ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში, მუზეუმთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა
27-05-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვნებით გამოირჩევა. 

ახლახან, ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში, მუზეუმის კლუბ „ბალავარის“ ორგანიზებითა და ისტორიის მასწავლებლის დახმარებით ჩატარდა ღონისძიება მუზეუმთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.

მოსწავლეებმა განიხილეს რეპორტაჟი - „რა მდგომარეობაშია მუზეუმები საქართველოში“.

გარდა ამისა კლუბის წევრები სტუმრად იყვნენ სკოლის მუზეუმის დამაარსებელ ლამარა აბაშიძესთან, ისაუბრეს თუ რა სირთულეები გაიარა დამაარსებელმა მუზეუმის შესაქმნელად და ინტერვიუს სახით ჩაწერეს.

ასევე ამ თემასთან დაკავშირებით შექმნეს ნახატებიც. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203