ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ
24-05-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და პროექტში დიდი მონდომებით ერთვებიან.

მათ შორის არიან მე-10 კლასის მოსწავლეები - ვიქტორია და ნატალი გიგიაძეები, რომელთა დამრიგებელი და ინგლისურის ენის მასწავლებელი ნათია აბულაძე​ გახლავთ.

მეათეკლასელები მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენციაში - „ბრიტანული, ამერიკული და ქართული კულტურის კვლევა“, წარმატებით მონაწილეობდნენ, სადაც თემებით: „რიჩარდ მესამე“ და „ხალხური მუსიკა“ წარდგნენ.

მოსწავლეებმა, კონფერენციაზე აღნიშნული თემები კარგად წარადგინეს, რის გამოც მოწონება და სერტიფიკატები დაიმსახურეს.

სკოლაში მეათეკლასელებსა და მათ მასწავლებელს ამ წარმატებას დიდი სიყვარულით ულოცავენ.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203