„ქალთა გაძლიერება“ - ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის საინტერესო პროექტი
24-05-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო ინიციატივებით. სკოლაში წარმატებით მუშაობს სამოქალაქო კლუბი. 

23 მაისს, სამოქალაქო კლუბმა, სკოლაში წარადგინა პროექტი სახელწოდებით „ქალთა გაძლიერება“. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს შემდეგი აქტივობები:

1. მოაწყვეს გამოკითხვა და მოისმინეს მოსწავლეებისა და მასწავლებლების შეხედულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით;

2. მოამზადეს ნამუშევრები ქალთა გაძლიერების თემაზე;

3. მოამზადეს პრეზენტაცია: „ქალთა გაძლიერება“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მოსახლეობაში, ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელებაა, უფრო კონკრეტულად კი, პროექტი ეხება ადგილობრთვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობით, მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალთა გაძლიერებას და თვითმმართველობაში მათი ჩართულობის ხელშეწყობას, რადგან კვლევებით დასტურდება, რომ ქალთა ჩართულობა სათემო განვითარებასა და პოლიტიკაში დაბალია და ქალთა გააქტიურებისთვის საჭიროა სხვადასხვა ღონისძიების, მათ შორის საგანმანათლებო/საინფორმაციო კამპანიების მოწყობა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203