
ჩხოროწყუს, მუხურის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასშტაბური ინტელექტუალური პროექტის - ,,ინტელექტის დღე“ მუნიციპალურ ეტაპში გაიმარჯვეს.
სკოლის აღსაზრდელები შემოდგომაზე ფინალურ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც დედაქალაქში გაიმართება.
სკოლა გუნდს გამარჯვებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
პროექტს - ,,ინტელექტის დღე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?“ ახორციელებენ.
იხილეთ ფოტოები