თხინვალის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნა 
23-05-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლიდან 2023-2024 სასწავლო წლის 5 კურსდამთავრებული გააცილეს. 

მათთვის სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მეთორმეტეკლასელებმა თეთრი მაისურები ჩაიცვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს. აღსანიშნავია, რომ მათ თავი და სკოლა მუნიციპალური მასშტაბით განხიორციელებულ ინტელექტუალურ და შემეცნებით ღონისძიებებში არაერთხელ უსახელებიათ. 

სკოლაში გამართული ზეიმის ორგანიზატორი მეთორმეტე კლასის ხელმძღვანელი ირინა ივანიძე იყო. მასში სკოლის ბაზაზე არსებული ქორეოგრაფიული და ხალხურ საკრავთა წრის მონაწილე მოსწავლეები, ხელმძღვანელებთან ერთად, ჩაერთნენ.

მოსწავლეები ლამაზი და თბილი სიტყვებით დაემშვიდობნენ თავიანთ პედაგოგებს და დიდი მადლიერება გამოხატეს ყოველი მათგანის მიმართ. მათ გზა დაულოცეს სკოლის დირექტორმა - ნანული ბოლქვაძემ, პირველმა მასწავლებელმა - ლუიზა ცერცვაძემ და კლასის ხელმძღვანელმა - ირინა ივანიძემ.

იხილეთ ვიდეო:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203