ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში პირველკლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს
23-05-2024

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში ახალგაზრდების ხარისხიან განათლებასა და მოტივიებაზე ზრუნვა საძირკვლიდან - პირველი კლასიდანვე იწყება. 

შესაბამისად, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მათ არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობს. 2024 წლის 23 მაისს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, გიმნაზიაში პირველი კლასის გამოსაშვები ღონისძიება ჩატარდა. 

მის მიმდინარეობაში პედაგოგ მაიკო მაღრაძის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები უდიდესი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. პატარებმა სასკოლო საოგადოებას თვალწარმტაცი და დასამახსოვრებელი შემოქმედებითი ნომრები წარუდგინეს. საზეიმო განწყობას კი შესაბამისი დეკორაციითა და იისფერი ბუშტებით მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი - დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) და გიმნაზიის სულიერი მოძღვარი - დეკანოზი თომა (ლაცაბიძე) ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203