ჯალაურთის საჯარო სკოლის ფეხბურთის გოგონათა გუნდი ჩემპიონი გახდა
04-06-2018
ჯალაურთის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი იმერეთის რეგიონში „კოკა - კოლას თასი 2018"- ის  ჩემპიონია

სკოლა სპორტულ აქტივობებში წარმატებით გამოირჩევა.

გოგონათა და ვაჟთა გუნდები მინიფეხბურთსა და ფრენბურთში რაიონში ხშირად პირველობას არავის უთმობენ.

ქუთაისში მესამე წელია, რეგიონალურ ტურში იღებენ მონაწილეობას და ნახევარფინალშიც გადიან, მაგრამ ჩემპიონები მხოლოდ წელს გახდნენ.

მრავალი წარმატება სპორტის მასწავლებლის, ზვიად ცარციძის დამსახურებაა.

სკოლა მადლობას უხდის მას და გოგონათა გუნდს ასეთი დიდი სიხარულისთვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203