იაღუფლოს საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ზარ-ზეიმით აღინიშნა
23-05-2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლიდან 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები საზეიმო ვითარებაში გააცილეს. 

მე-12 კლასის მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოებამ ცხოვრების ახალ ეტაპზე სავალი გზა დაულოცა. აღსანიშნავია, რომ აწ უკვე კურსდამთავრებულებს ტრადიციული თეთრი მაისურები ეცვათ, რომლებზეც წარწერები დაიტანეს. 

მათ საყვარელ მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს და მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ. 

რასაკვირველია, დღე დადებითი ემოციებით დატვირთული იყო. სასკოლო საზოგადოებამ კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილა და წარმატება უსურვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203