ზვარეს საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ემოციური ღონისძიებით გააცილეს 
23-05-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.

„ბოლო ზარის“ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თეთრ მაისურებზე ერთმანეთს სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

დირექციამ და პედაგოგებმა კი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს, მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.

ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203