ვაქირის საჯარო სკოლა კონკურსებში მონაწილეობას აქტიურად იღებს
04-06-2018
მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად ესთეტიკური აღზრდის ცენტრის ინიცირებით ჩატარებულ კონკურსში ვაქირის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები საინტერესო პროექტებით წარსდგნენ.
კერძოდ, მონაწილეობა მიიღეს: მ. მაზანაშვილმა (ისტორიის პედაგოგი), ნ. ქემაშვილმა (ინგლისური ენის პედაგოგი), ა. ყანდაშვილმა (სპორტის პედაგოგი), ნ. ვარდიაშვილმა (მათემატიკის პედაგოგი) და ანა კვირიკაშვილმა (მე-8 კლასის მოსწავლე).
ამასთან, ესთეტიკური აღზრდის ცენტრის მიერ გამართულ ღონისძიებაზე რესპუბლიკის მასშტაბით გრანპრით დაჯილდოვდა ხელოვნების მასწავლებელი მარინე სიფრაშვილი, პროექტისთვის - „საუკეთესო კალიგრაფი“.
სკოლის დირექცია კონკურსში მონაწილეებს გამარჯვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.