
ბათუმის N30 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავენ, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხზე აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-6 „ა“ კლასში ჩატარებული შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი, რომელიც მოიცავდა ქართული მხატვრული ფილმებიდან სიმღერების შესრულების ტურს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი და კინოფილმებიდან სიმღერები შეასრულეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი მანანა სანაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს აძლევს როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე აქტიურად ზრუნავს მათი მუსიკალური გემოვნებისა და შემოქმედებითობის განვითარებაზე.
იხილეთ ფოტოები: