
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, ღონისძიება ჭადრაკთან დაკავშირებით გაიმართა. თემატურად - შავ და თეთრ ფერებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და საინტერესოდ ისაუბრეს.
გარდა ამისა, მათ როლური თამაშები გაითამაშეს, რამაც სახალისოდ ჩაიარა.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც ბუშტებით იყო მორთული, მაგიდაზე კი ჭადრაკის დაფები იყო განთავსებული.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: