
ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლაში კიდევ ერთი თაობა დაფრთიანდა, ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, სასკოლო გარემოში საზეიმო განწყობა სუფევდა.
სკოლაში „ბოლო ზარი“ მე-12 კლასის სამი პარალელისთვის საზეიმოდ დაირეკა. კურსდამთავრებულებმა თეთრი მაისურები მოირგეს, ერთად გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს.
რასაკვირველია, დღეს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია - იყო ბევრი სიხარული, ღიმილი და იმედიანი განწყობა. კურსდამთავრებულებმა სურვილები გაცვალეს და მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ.
მათ სკოლის დირექტორი ელეონორა ფერაძე და პედაგოგები უდიდეს წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: