რცხმელურის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს 
23-05-2024

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა. სკოლიდან ხუთი მე-12 კლასელი დიდი სიყვარულით გააცილეს.

მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება წარუდგინეს მასწავლებლებსა და მშობლებს. კურსდამთავრებულებმა ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიებაზე გაჟღერდა ბევრი ლექსი, სიმღერა, განხორციელდა საინტერესო აქტივობები.

ამ დღეს, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სიხარულთან, ერთად სევდაც ახლდა.

პედაგოგები და დირექცია კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებებს უსურვებენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203