
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
კურსდამთავრებულთათვის, სკოლაში, შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.
მე-12 კლასელებმა, თეთრ მაისურებზე ერთმანეთს სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
მათ, ასევე, სკოლის ეზოში, საინტერესო პერფორმანსი მოაწყვეს და იქ მყოფი თითოეული ადამიანის დადებითი ემოციებით დამუხტეს.
დირექცია და პედაგოგები მათ სკოლის დამთავრებას სიყვარულით ულოცავენ.
„ძვირფასო მე-12 კლასელებო! გილოცავთ სკოლის დამთავრებას. ყოფილიყავით წარმატებულები და ბედნიერები. გისურვებთ, ულამაზეს სტუდენტობას, ბედნიერ ცხოვრების გზას, წარმატებით დაძლეულ გამოწვევებს, სიყვარულითა და სიხარულით სავსე დღეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: