„ნარჩენები და ჩვენ“- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა
23-05-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. 

სკოლის გუნდი პროექტის- SOS PLASTIC ფარგლებში, სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ აქტივობებს ახორციელებს. 

ახლახან, შეხვედრა - „ნარჩენები და ჩვენ“ გაიმართა. მას დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები ესწრებოდნენ. დამსწრე აუდიტორიამ ინფორმაცია ნარჩენებზე, მათი წარმოქმნის გზებსა და ნარჩენების მართვაზე მიიღო. 

გარდა ამისა, წარიმართა დისკუსია და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაიცა. 

შეხვედრა მასწავლებლების - ნონა მელაშვილისა და ხატია რაზმაძის ჩართულობით განხორციელდა, ხოლო სპიკერები მარიამ წიფიანი და ლიზი ახვლედიანი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203