საზეიმო „ბოლო ზარი“ სამიქაოს საჯარო სკოლაში 
23-05-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა დიდი ზარ-ზეიმითა და ჟრიამულით გააცილა. 

მეთორმეტეკლასელებმა, მათთვის ბოლოჯერ დარეკილი სკოლის ზარი მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს, 12-წლიანი სასკოლო ცხოვრებაც დაუვიწყარი დღით დააგვირგვინეს. 

სასკოლო საზოგადოებამ მიულოცა ახალგაზრდებს სკოლის წარმატებით დასრულება და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წინსვლა უსურვა. 

აღსანიშნავია, რომ კურსდასმთავრებულების თეთრ პერანგებზე საყვარელი პედაგოგებისა და მოსწავლეების ემოციური წარწერები დარჩა. 

დირექციამ, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საუკეთესო სურვილებით გააცილა ახალგაზრდები სკოლიდან და მათ გზა დაულოცა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203