საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
23-05-2024
საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში არა მხოლოდ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, არამედ მათ ღირსეულ, სხვადასხვა საკითხში გაცნობიერებულ და პატრიოტ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ. 

ამ მიმართულებით კი, გიმნაზიაში არაერთი აქტივობა ხორციელდება. ამჯერად, იქ კახათის განათლების და გაძლიერების ცენტრის წარმომადგენელმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 

შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებს პროექტის - „თემის გაერთიანება განათლებისთვის" შესახებ ინფორმაცია ჰქონოდათ. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია კახათის თემის სკოლის მოსწავლეების (მე-7 - მე-12) ჩართვა არაფორმალური განათლების მიმართულებით, შემდეგი ოთხი მოდულის გაძლიერების მიზნით: სამოქალაქო ატივიზმი, მოხალისეობა, სოციალური მეწარმეობა და მედიაწიგნიერება.

საინფორმაციო შეხვედრას სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ, რომელთაც, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ზემოთხსენებულ აქტივობებში ჩაერთონ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203