„დაფრთიანდნენ და გაფრინდნენ“- თბილისის N174 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
23-05-2024

თბილისის N174 საჯარო სკოლიდან 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები გააცილეს. 

მათთვის სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. მე-12 კლასელები სკოლაში თეთრი მაისურებით გამოცხადდნენ და ერთმანეთს საუკეთესო სურვილები დაუტოვეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს. 

რასაკვირველია, დღეს ემოციების გარეშე არ ჩაუვლია - იყო ბევრი სიხარული, ღიმილი, იმედიანი განწყობა. კურსდამთავრებულებმა სურვილები გაცვალეს და მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ. 

„გეკაფოთ რაც უღრანია, აგევსოთ, რაც ხარვეზია, სამშობლო არ დაივიწყოთ, სამშობლო უმთავრესია“,- სასკოლო საზოგადოება კურსდამთავრებულებს გალაკტიონ ტაბიძის ამ სიტყვებით დაემშვიდობა. 

მათ სკოლის დირექტორი ნანა კვანტალიანი და პედაგოგები უდიდეს წარმატებას უსურვებენ. 

„დაფრთიანდნენ და გაფრინდნენ.... კიდევ ერთი ღირსეული და საიმედო თაობა გავაცილეთ ცხოვრების დიდი გზაზე.... წარმატებები მათ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ! გვიყვარხართ“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203