„გვიყვარხართ და გვეიმედებით!“- მე-12 კლასელთა საზეიმო გაცილება ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ 
24-05-2024

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 

ტრადიციისამებრ მოსწავლეები სკოლაში თეთრი მაისურებით გამოცხადდნენ და ერთმანეთს პერანგებზე საუკეთესო სურვილები დაუტოვეს. ახალგაზრდებმა სასკოლო ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ეპიზოდები გააცოცხლეს სკოლასა და მასწავლებლებს გამოემშვიდობნენ, პატივისცემა დაუდასტურეს და გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დირექციამ და პედაგოგებმა კი მოსწავლეები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

„ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის“ მე-12 კლასის მოსწავლეებს ვულოცავთ სკოლის დასრულებას და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე.

ჩვენო ძვირფასებო, დღეს თქვენთვის ბოლო ზარი დაირეკა, ტოვებთ სკოლას, სადაც გატარებული წლები ყოველთვის დაუვიწყარ მოგონებად დაგრჩებათ. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს გისურვებთ მომავლის გზაზე!

გვიყვარხართ და გვეიმედებით!

თქვენ ჩვენი ქვეყნის იმედები ხართ და გვჯერა, რომ თქვენი სწავლითა და შრომით ამ იმედებს გაამართლებთ“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203