„ძველი თბილისის ისტორიები“- აჭყვას საჯარო სკოლის მე-6 მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.
ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ირინე გორგაძის ხელმძღვანელობით, მე-6 კლასის მოსწავლეებმა, პროექტი - „ძველი თბილისის ისტორიები“ განახორციელეს. მათ თბილისზე საინტერესო ისტორიები „გააცოცხლეს“, ისაუბრეს განათლებაზე, კულტურაზე, ხუროთმოძღვრებაზე, დასასვენებელ ადგილებსა და სხვა თემებზე.
როგორც სკოლაში ამბობენ, გამოიკვეთა სწავლა-სწავლების აქტიური და მიზანმიმართული მეთოდი.
„მადლობა მათ გაკვეთილის საინტერესო კუთხით წარმოჩენისთვის და რა თქმა უნდა, მადლობა ირინე გორგაძეს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: