თბილისის N178 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბავშვო თეატრში ორი სპექტაკლი ითამაშეს
23-05-2024

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობით მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებით აქტივობებში დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები საბავშვო თეატრს - „მეორე სახლი“ ესტუმრნენ, სადაც წარმოადგინეს ორი სპექტაკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ და „იავნანამ რა ჰქმნა?!“ (რეჟისორები: როლანდ და გიორგი ქარდავები).

მათ ბრწყინვალედ ითამაშეს - საოცარი სამსახიობო ოსტატობა და ნიჭი გამოავლინეს. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვებმა წარმოაჩინეს თავი, როგორც მომავალმა მსახიობებმა.

„გილოცავთ, ჩემო მოსწავლეებო ამ დიდი წარმატებას. მიყვარხართ!“, - აღნიშნავს პედაგოგი ირინა ჩიტაძე.

ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203