ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეები ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ
23-05-2024

ზესტაფონის ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამას ადასტურებს ისიც, რომ მოსწავლეები, ქორეოგრაფიული ანსამბლ „იფანთან“ ერთად, ეროვნული სამოსის დღეს დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით შეუერთდნენ. 

მოსწავლეები ეროვნულ სამოსში გამოეწყვენ და ქუჩაში მსვლელობა მოაწყვეს.

მათ ასევე ქართული ეროვნული სამოსის ისტორიაზე ისაუბრეს, ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ეს დღე ძალიან საინტერესო, დასამახსოვრებელი და ემოციური იყო თითოეული მოსწავლისთვის.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სამოსის დღე საქართველოში 18 მაისს აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203