თბილისის N142 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები გრანდიოზული ღონისძიებით გააცილეს
23-05-2024

თბილისის N142 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა. მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ შთამბეჭდავ, სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში დაირეკა.

მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილ გრანდიოზულ ღონისძიებაში სასკოლო საზოგადოება აქტიურად ჩაერთო.

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტეს.

კურსამდავრებულებმა კი სკოლის ეზოში ფლეშმობი მოაწყვეს. მათ ასევე სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, საყვარელ პედაგოგებსა და დირექციას კი მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

დირექტორმა - ეკატერინე ენდელაძემ თითოეულ კურსდამთავრებულს სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცა და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წინსვლა უსურვა.

ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203