მარტუნის საჯარო სკოლის პირველკლასელთა ემოციური და შთამბეჭდავი ღონისძიება
23-05-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, სომხური სექტორის მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება მოამზადეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, გაითამაშეს იუმორისტული ნომრები, იმღერეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ღონისძიებაზე, სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი აღავნი ავაქიანი, მან მოსწავლეებს I კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა.

ეს დღე ძალიან ემოციური, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

მსგავსი აქტივობები, ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203