„საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ეთნოგრაფიული საღამო გაიმართა
23-05-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიება ტარდება.

ახლახან, სკოლაში ეთნოგრაფიული საღამო გაიმართა სახელწოდებით - „საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის“, რომელშიც მონაწილეობდა მე-5, მე-5, მე-6, მე-6, მე-6 კლასების მოსწავლეები (დამრიგებლები: ქ.ჯიქია, თ.უთბერიძე, თ.ჭოლაძე, ნ.ჯოხაძე, მ.წულაია).

ღონისძიებას უძღვებოდნენ მე-8 კლასის მოსწავლეები: რევაზ დადუნაშვილი და ანასტასია ბენდელიანი.

„სიზმრად ქცეული აფხაზეთის, ლაზეთ-სამეგრელოსნიკორწმინდად აღვლენილი რაჭა- ლეჩხუმის, ლიხს- აქეთური დედის-ჩვენის იმერეთის, შესახებ პრეზენტაციებით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ გოგო-ბიჭები, სცენიდან გადმოიღვარა მეგრული „ნანა“, რაჭული „ორო დილა“, იმერელი ბიჭების ცეცხლოვანი კომპოზიცია დოლებზე შესრულებით, ასევე აფხაზური ცეკვა და ფანდურზე შესრულებული სიმღერა „აფხაზეთის მიწაზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი. ღონისძიებაზე ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრები: ფ.გიორხელიძე, თ.თუთბერიძე, ი.ჯანგავაძე, თ.ბობოხიძე მადლობას უხდიან კლასის ხელმძღვანელებს და მშობლებს თანადგომისათვის.

„სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ აღნიშნა, რომ კიდევ ერთ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი სკოლის კედლებში: ყოველი სასწავლო წლის ბოლოს მე-5-მე-6 კლასის მოსწავლეებმა მოგვატარონ „ჩვენი საქართველო“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203