
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში დაიწყო დაწყებითი კლასების გამოსაშვები ღონისძიებების სერია დაიწყო.
22 მაისს, გიმნაზიის I „ა“ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მადონა ვარდოშვილი) ჩაატარეს სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება.
ულამაზეს სამოსში გამოწყობილმა პატარებმა წარმოადგინეს შესანიშნავად მომზადებული ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია.
კიდევ ერთხელ მოეფერნენ დედაენასა და ანბანს. გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ მოთხრობების პერსონაჟები.
ღონისძიების ბოლოს კი მოსწავლეებს გადაეცათ სასკოლო ალბომები.
დღემ ძალიან სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გიმნაზიის დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები.