დმანისის N2 საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილა
23-05-2024
დმანისის N2 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთათვის ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

„ბოლო ზარი“ - დღე, რომელიც ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად იქცა დმანისის N2 საჯარო სკოლის უკვე კურსდამთავრებულებისთვისაც

ახალგაზრდებს სასკოლო საზოგადოებამ მიულოცა 12-წლიანი სასკოლო ცხოვრების წარმატებით დასრულება და მათ წინსვლა და წარმატება უსურვა. 

განსაკუთრებით ემოციური იყო კურსდამთავრებულებისთვის დირექტორის - ინესა მანელოვას მიმართვა. 

„ძვირფასო ახალგაზრდებო, დაირეკა თქვენთვის ბოლო ზარი, ტოვებთ სკოლის კედლებს, სადაც გატარებული წლები თქვენთვის ყოველთვის დაუვიწყარ მოგონებად და შეუცვლელ გამოცდილებად დარჩება. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და წარმატებებს გისურვებთ მომავლის გზაზე!

ხვალიდან თქვენს ცხოვრებაში მეტი შესაძლებლობებით, ახალი ურთიერთობებითა და თავგადასავლებით სავსე ეტაპი იწყება. თქვენი სწავლითა და პროფესიონალიზმით ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანთ.

გილოცავთ, კიდევ ერთხელ და მთელი გულით გისურვებთ ბედნიერ და საინტერესო ცხოვრებას. გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ და გვეიმედებით. გვჯერა, თქვენი სწავლითა და შრომით უკეთესობისკენ შეცვლით სამყაროს!", - აღნიშნა დირექტორმა. 

იხილეთ ვიდეო: 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203