„ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“ - შემეცნებითი კონფერენცია ჭითაწყარის საჯარო სკოლაში
23-05-2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კარგად ესმით თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და რამდენად დიდი როლი აქვს თითოეულ ადამიანს ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაში. 

ცხადია, სკოლაში განსაკუთრებით აღინიშნა დედამიწის დღე. ამ დღესთან დაკავშირებით, გაიმართა შემეცნებითი ხასიათის კონფერენცია - „ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“. 

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ხელმძღვანელი გეოგრაფიის მასწავლებელი ლელა კუკავა გახლდათ და მასში მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა არგუმენტირებულად იმსჯელეს თემის ირგვლივ, მიიღეს ახალი ინფორმაცია და თავიანთი ცოდნა სასკოლო საზოგადოებას გაუზიარეს. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203