პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში
23-05-2024

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, მათ შორის აღსანიშნავია პირველკლასელთა წარმოდგენაც. 

პირველკლასელებისთვის სასკოლო ცხოვრების პირველი წელი დასასრულს უახლოვდება, მათთვის სკოლაში გატარებული დღეები ძალიან დასამახსოვრებელი და დაუვიწყარი აღმოჩნდა, აქტიურად ერთვებოდნენ სასწავლო პროცესში და მონაწილეობდნენ აქტივობებსა თუ ღონისძიებებში. 

პირველკლასელებმა საზეიმო განწყობით გააცილეს ანბანიც და ცოდნა სხვადსხვა შემოქმედებითი ნომრებით დაადასტურეს, სასკოლო საზოგადოებას თემატური ღონისძიება წარუდგინეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნვას, მათი განწყობის ამაღლებასა და მათთვის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. 

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203